კონფერენციის შესახებ
კონფერენციის მიზანი: საერთაშორისო გამოცდილების ჭრილში საქართველოს უმაღლესი განათლების იმ პრობლემების გაანალიზება, რომელიც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის სოციალურ, კულტურულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებასთან.
კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები უნდა ეხებოდეს უმაღლესი განათლების სფეროში არსებულ პრობლემებს და მათ მიმართებას საქართველოს უმაღლესი განათლების სივრცესთან. ისინი შესაძლოა, ემყარებოდეს როგორც თეორიულ, ასევე, ემპირიულ კვლევებს (საქართველოსა და საერთაშორისო კონტექსტში) შემდეგი. კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენება უნდა ემყარებოდეს ორიგინალურ კვლევას, რომელიც სხვაგან არ არის გამოქვეყნებული
კონფერენცია ფარავს შემდეგ საკითხებს: უნივერსიტეტის დანიშნულება, აკადემიური თავისუფლება, ავტონომიურობა, მმართველობა, ინტერნაციონალიზაცია, დასაქმება და ა.შ.
- კონფერენციის პირველი დღე - „უნივერსიტეტის დანიშნულება’’;
- კონფერენციის მეორე დღე - „უნივერსიტეტების ინსტიტუციონალური ავტონომია’’;
პირველი და მეორე დღის ბოლოს გაიმართება დისკუსიები. კონფერენციის დასასრულს შემუშავდება შემაჯამებელი დოკუმენტი, რომელშიც აისახება კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებების განხილვის შედეგები და განისაზღვრება ის რეკომენდაციები, რომელიც უპასუხებს კონფერნციის მიზანს.
კონფერენციის სამიზნე აუდიტორია: დოქტორანტურის სტუდენტები, პოსტ-დოქტორანტები, მკვლევარები, დარგის სპეციალისტები ნებისმიერი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.
სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური
რეგლამენტი: მოხსენება – 20 წთ; კითხვა – პასუხი – 10 წთ.
კონფერენციაში მონაწილეობის საფასური: სრულად ფინანსდება ორგანიზატორი უნივერსიტეტების მიერ
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია:
- სარეგისტრაციო ფორმის შევსება და ინგლისურ ენაზე შესრულებული ანოტაციის ატვირთვა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://conference.edu.ge/post/item/143/en
- ანოტაციის წარმოდგენისთვის საჭირო ზოგადი მოთხოვნები: A4 ფორმატი, PDF, 150-დან 300 სიტყვამდე - შრიფტი: Times New Roman; ტექსტის ზომა: 12, ინტერვალი: 1,5.
მნიშვნელოვანი თარიღები:
რეგისტრაციის გავლა და ანოტაციის წარმოდგენის ბოლო ვადა |
10 სექტემბერი, 2021 |
შერჩეული ანოტაციების ავტორებისთვის კონფერენციაში მონაწილეობის დადასტურება | 15 სექტემბერი, 2021 |
წარსადგენი ანოტაციების შერჩევა მოხდება ანონიმური განხილვის საფუძველზე კონფერენციის აკადემიური კომიტეტის მიერ. კონფერენციის მონაწილეები კონფერენციამდე ერთი თვით ადრე, მათ მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე მიიღებენ კონფერენციის პროგრამას. კონფერენციის კრებული გამოიცემა ბეჭდური და ელექტრონული სახით.